მე ,როგორც კლასის დამრიგებელი ვფიქრობ, რომ ექსკურსია ეს არის ერთერთი საუკეთესო საგანმანათლებლო აქტივობა , რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა საგანში, რეალურად აღიქვან საქართველოს კუთხეების ისტორია და ხუროთმოძღვრების ძეგლები. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური უნარ-ჩვევების დაუფლება, რაც მათ ეხმარება შექმნან კლასში მეგობრული გარემო. ექსკურსია ხელს უწყობს აგრეთვე მშობლებს დამეგობრებას , რაც აუცილებელია ფაქტორია, რომ კლასი,როგორც ერთი მთლიანი სხეული შედგეს და გაძლიერდეს.
ამ გვერდზე განთავსებულია ყველა ის ვიდეო მასალა , რომელიც ჩემმა კლასმა მე-5 კლასიდან დღემდე დააგროვა ექსკურსიების დროს.
2013 წლის 19 ივნისი
მე-5 კლასის ისტორიის და ხელოვნების მასწავლებლებმა- ქეთევან ნონიკაშვილმა და ნათია მაკრახიძემ ჩავტარეთ ინტეგრირებული გაკვეთილი სახელწოდებით ,,ასურელი მამები საქართველოში".
გაკვეთილი ისტორიის კუთხით მიზნად ისახავდა, მოსწავლეებს გაეცნოთ შიო მღვიმელის , იოანე ზედაზნელის ,ილარიონ სამთავნელის და სხვა ასურელი მამების მოღვაწეობა საქართველოში, მათ მიერ ქრისტიანობის გავრცელება და მათი მოღვაწეობის პერიოდიზაცია.
ხელოვნების კუთხით გაკვეთილის მიზანი იყო,მოსწავლე გაცნობოდა შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსს ,სამთავისის და ზედაზენის ტაძრებს, ამ ტაძრების ტიპებს, თუ რომელს მიეკუთვნებიან ისინი ბაზილიკას თუ ჯვარგუმბათოვანს,კედელზე ხატვის ტექნიკას, იგივე ფრესკებს, გაცნობოდნენ მე-6 საუკუნის ქართულ ხუროთმოძღვრებას.
ამ გაკვეთილის შემდეგ დაიგეგმა ექსკურსია , სადაც მოსწავლეებმა შეძენილი ცოდნა უფრო განამტკიცეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий